მამაკაცი, რომელმაც ფრენაზე დაგვიანების გამო აეროპორტში ბომბზე ცრუ განგაში ატეხა დააპატიმრეს

მამაკაცი, რომელმაც ფრენაზე დაგვიანების გამო აეროპორტში ბომბზე ცრუ განგაში ატეხა დააპატიმრეს

მამაკაცმა, რომელსაც ლონდონის გეტვიკის აეროპორტში თვითმფრინავზე აგვიანდებოდა, აეროპორტში ბომბის შესახებ ცრუ განგაში ატეხა, რის გამოც 16 თვით დააპატიმრეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მგზავრმა აფრენამდე 45 წუთით ადრე ანონიმურად პოლიციაში ცრუ შეტყობინება გაგზავნა ბომბის საფრთხის შესახებ.

იაფი ავიაბილეთები


„კომპანია EasyJet -ის რეისი #8897 დაახლოებით 40 წუთში უნდა აფრინდეს. შეიძლება, თვითმფრინავში ბომბი იყოს. უნდა გადადოთ ფრენა, ახლავე უნდა გააჩეროთ“…

შეტყობინების შემდეგ, აეროპორტმა ევაკუაცია გამოაცხადა და თვითმფრინავი ყველას დაატოვებინეს.

რეისზე რეგისტრაციის გავლის დროს, აღმოაჩინეს, რომ ამ მამაკაცის და ანონიმური ზარის ავტორის ტელეფონის ნომერი ემთხვეოდა.

აღიარებით ჩვენებაში დაკავებული ამბობს, რომ თვითმფრინავზე სატრანსპორტო პრობლემების გამო აგვიანდებოდა და მეორე ბილეთის ყიდვას ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ მოახერხებდა.

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link