რა იცვლება აეროპორტებში? – ის რაც ყველა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს

რა იცვლება აეროპორტებში? – ის რაც ყველა მგზავრმა უნდა გაითვალისწინოს

შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე განმარტავს, რომ აეროპორტებში დიდი მნიშვნელობა მიენიჭება პირბადის სავალდებულო ტარებას, დეზინფექციას, სოციალური დისტანციის დაცვას და მგზავრების თერმოსკრინინგს.

მისი თქმით, COVID-19-მა შესაძლოა მგზავრის აეროპორტებში მისვლის დრო გაზარდოს, რასაც თავის მხრივ ის რეგულაციები განაპირობებს, რისი დანერგვაც COVID-19-ის პანდემიამ ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებს აიძულა.

იაფი ავიაბილეთები


„გარედან რაიმე დამატებითი ზომების გატარება ჩვენ არ გვიწევს. ამიტომ მგზავრებს აეროპორტში მოსვლისას განსხვავება დახვდება, მხოლოდ პირბადის ტარება, ტემპერატურის შემოწმება და დისტანცირების დაცვა.

ყველა დანარჩენი პროცედურა განხორციელდება ისე, როგორც ადრე.

არ ველოდებით პროცედურების დროში განსაკუთრებულად ზრდას, თუმცა ვიკავებთ თადარიგს და აეროპორტში 3 საათით ადრე გამოვცხადდებით”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ.

მისივე თქმით, მგზავრებს პირბადის ტარება აეროპორტის გარდა თვითმფრინავის ბორტზეც მოუწევთ.

მიიღეთ მეტი ინფორაცია – მოიწონეთ გვერდი

Share via
Copy link