You are currently viewing ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში შესვლის პირობები

ჩეხეთის რესპუბლიკაში პანდემიის პერიოდში შესვლის პირობები

ჩეხეთის რესპუბლიკას, ეპიდემიის გავრცელების საშიშროების კუთხით, საქართველო შეყვანილი ჰყავს ძალიან მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სიაში
ჩეხეთში შესვლისთვის საჭირო პირობები
1) კოვიდვაქცინის სრული კურსი უნდა გქონდეთ ჩატარებული
2) 2021 წლის 27 დეკემბრიდან ვაქცინირებულმა და ვირუს გადატანილმა პირებმა, საზღვარზე უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.
PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულება აქვთ მოქალაქეებს 12 წლის ასაკიდან.
PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულება არ ეხებათ შემდეგ პირებს:
ვაქცინირებულ პირებს, რომლებსაც გაკეთებული აქვთ ვაქცინის მესამე (ბუსტერ) დოზა;
ჩეხეთისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს;
მესამე ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ჩეხეთის ბინადრობის მოწმობას ან გრძელვადიან ვიზას.
12 წლამდე ასაკის პირებს;
3)არავაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეს, ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლა შეუძლია, თუ იგი ფლობს:
1. ჩეხეთის ბინადრობის მოწმობას;
2. ჩეხეთის გრძელვადიან ვიზას (სამუშაო, სასწავლო და ა.შ.);
3. ევროკავშირის წევრი ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვას ან გრძელვადიან ვიზას;
4. ჩეხეთის მოქალაქის ოჯახის წევრს (მშობელი, მეუღლე, შვილი);
5. განსაკუთრებული შემთხვევები: ოფიციალური/კულტურული/სპორტული ღონისძიებები, საქმიანი შეხვედრები, გადაუდებელი სამედიცინო შემთხვევები და ა.შ.
​* ჩეხეთის მოქალაქის ოჯახის წევრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი, ნათარგმნი და დამოწმებული შესაბამისი წესით.
*თვითიზოლაცია/კარანტინი
არავაქცინირებული პირი, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შედის “მაღალი” და “ძალიან მაღალი” რისკების მქონე სახელმწიფოებიდან აღარ არის ვალდებული გაიაროს სავალდებულო თვითიზოლაცია. მიუხედავად ამისა, მგზავრი ვალდებულია შეავსოს სპეციალური შესვლის ანკეტა, ჩეხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის დღიდან გაიაროს PCR ტესტირება მეხუთე – მეშვიდე დღეს და სახლის გარეთ, ყველგან ატაროს რესპირატორი.
მეტი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე
https://geoconsul.gov.ge