2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში – რომელ ადგილზეა საქართველო

2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში – რომელ ადგილზეა საქართველო

Henley Passport Index-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტი იაპონური პასპორტია. ის რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს. იაპონიის პასპორტით მოგზაურობა უვიზოდ 191 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა შესაძლებელი.

Henley Passport Index-ი ყოველწლიურად საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებზე დაყრდნობით ადგენს პასპორტების რეიტინგს. საქართველო კი ამ რეიტინგში წელს, ისევე როგორც შარშანა, 51-ე ადგილზეა. კერძოდ, ქართული პასპორტით 115 ქვეყნის მონახულებაა შესაძლებელი უვიზოდ. ქრონოლოგიურად კი ასე დაიწყო ყველაფერი – 2016 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს 67 ქვეყანაში შეეძლოთ უვიზოდ მოგზაურობა, კერძოდ – აზერბაიჯანი, ანტიგუა და ბარბუდა, არგენტინა, ბარბადოსი, ბაჰამის კუნძულები, ბელარუსი, გრენადა, დომინიკა, ეკვადორი, თურქეთი, ირანი, ისრაელი, კოლუმბია, მალაიზია, მაკრონეზია, მოლდოვა, მონღოლეთი, პანამა, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ურუგვაი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩილე, ჰაიტი. ხოლო 2017 წლის 28 მარტიდან კი ქართული პასპორტით უკვე შენგენის ზონის ქვეყნებშიც გახდა მოგზაურობა შესაძლებელი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, რუსეთი 50-ე ადგილზეა, რომლის პასპორტითაც 116 ქვეყანაში მოგზაურობაა შესაძლებელი უვიზოდ. თურქეთი 53-ე ადგილზეა 110 ქვეყანასა და ტერიტორიაზე უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობით, აზერბაიჯანი 76-ზე, რომლის პასპორტითაც 67 ქვეყანაშია მოგზაურობა უვიზოდ შესაძლებელი, სომხეთი კი მე-80 ადგილზე 63 ქვეყნით.

იაფი ავიაბილეთები


რაც შეეხება ყველაზე ძლიერი პასპორტების პირველ ათეულს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

  • იაპონია – 191 ქვეყანა და ტერიტორია
  • სინგაპური – 190 ქვეყანა და ტერიტორია
  • სამხრეთ კორეა, გერმანია – 189 ქვეყანა და ტერიტორია
  • იტალია, ფინეთი, ესპანეთი, ლუქსემბურგი – 188 ქვეყანა და ტერიტორია
  • დანია, ავსტრია – 187 ქვეყანა და ტერიტორია

ბოლო ათეულში კი შედიან:

  • ავღანეთი – 26 ქვეყანა და ტერიტორია
  • ერაყი – 28 ქვეყანა და ტერიტორია
  • სირია – 29 ქვეყანა და ტერიტორია
  • პაკისტანი – 32 ქვეყანა და ტერიტორია
  • სომალიიემენი – 33 ქვეყანა და ტერიტორია
  • პალესტინა – 37 ქვეყანა და ტერიტორია
  • ლიბია, ნეპალი – 38 ქვეყანა და ტერიტორია
  • ჩრდილოეთ კორეა – 39 ქვეყანა და ტერიტორია

ცნობისთვის, 2021 წლის რეიტინგი თითქმის უცვლელია 2020 წლის რეიტინგთან შედარებით. წელს მხოლოდ ორი ცვლილებაა: ახალი ზელანდიის და ავსტრალიის პასპორტები დაწინაურდნენ ერთი ქვეყნით და ახლა ახალი ზელანდიის პასპორტის გამოყენებით 185 ქვეყანაშია მოგზაურობა უვიზოდ შესაძლებელი, ავსტრალიის პასპორტით კი 184 ქვეყანაში.

წყარო: forbes.ge

მიიღეთ მეტი ინფორმაცია – მოიწონეთ გვერდი

გაწევრიანდი ავიაბილეთების ჯგუფში

Share via
Copy link
Powered by Social Snap