ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშის გაძლიერებასთან და შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ისრაელში საქართველოს საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.
დაჯავშნეთ იაფი ავიაბილეთები
იაფი ავიაბილეთები
“ისრაელის სახელმწიფოს სამხრეთ რეგიონში, განსაკუთრებით ღაზას სექტორის მიმდებარე ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში (აშქელონი, სდეროტი, აშდოდი, ნეტივოტი, ბერ შევა, ბეით კამა, კირიათ გატი) ვითარების ესკალაციის გათვალისწინებით, გთხოვთ, ყურადღებით ადევნოთ თვალყური განვითარებულ მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში იმოქმედოთ ისრაელის საგანგებო მდგომარეობის სამსახურის წარმომადგენლების, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისა და პოლიციის მითითებების შესაბამისად. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +97236093206, +972526919092”, – წერია განცხადებაში.
ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზის სექტორის ტერიტორიიდან 24 საათში ისრაელის მიმართულებით 430 რაკეტა გაუშვეს. საპასუხოდ ისრაელის არმიამ ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიში გააძლიერა.
ისრაელის ტერიტორიაზე სროლები 4 მაისს დაიწყო, მას შემდეგ რაც ისრაელის სამხედროებმა 4 პალესტინელი მოკლეს. მანამდე ჰამასის სნაიპერებმა ისრაელის ორი სამხედრო დაჭრეს.
სასტუმროს დაჯავშნა
code_form has invalid value