36 წლის ადიტია სინი აეროპორტის დაცულ სექციაში ცხოვრობდა. სამართალდამცველების თქმით, ამ დროის განმავლობაში საკვებს მას სხვა მგზავრები აწვდიდნენ. მათივე ინფორმაციით, იგი იყენებდა აეროპორტის თანამშრომლის ID-ს, თუმცა, როგორც ბრალდებული აცხადებს, გადაადგილებისთვის საჭირო საშვი აეროპორტის ტერიტორიაზე იპოვა.
ადიტია სინს ბრალად ედება აეროპორტის დაცულ ნაწილში უკანონოდ შეჭრა, ქურდობა და ხულიგნობა.