ძვირფასო მგზავრებო, მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენმა მგზავრებმა, ფრენის დროს, თავი მაქსიმალურად უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნონ. წარმოგიდგენთ ჯორჯიან ეარვეისის ველნესის პროგრამას.
➡️ როგორც ამ პროგრამის ნაწილი, ყველა რეისზე იქნება ჩვენი ველნესი ჯგუფის წარმომადგენელი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მგზავრებმა და აგენტებმა შეასრულონ საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ გაცემული რეგულაციები.
✅ ფრენის დროს, ჩვენი ველნეს ჯგუფის წარმომადგენელი დაგეხმარებათ და მოგაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, უსაფრთხოების და ჰიგიენის ნორმების დაცვის შესახებ.
იაფი ავიაბილეთები
🛫 ეკიპაჟის და ჩვენი ველნესის ჯგუფის მიერ რეკომენდებული ზომების შესაბამისად, გარანტირებული გექნებათ სასიამოვნო მოგზაურობა და დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩასვლა.
✅ როგორც IATA-ს რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ევროპაში რაფაელ შვარცმანი აცხადებს, ახალი რეგულაციების შესრულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ე.წ. საკარანტინე პერიოდის გავლა.